Accentnews.ge
მთავრობა განმარტავს, გეგმავს თუ არა ამ ეტაპზე საყოვლთაო "ლოქდაუნის" დაწესებას

მთავრობა განმარტავს, გეგმავს თუ არა ამ ეტაპზე საყოვლთაო "ლოქდაუნის" დაწესებას

23/11/2020 12:18:09 საზოგადოება

საქართველოს მთავრობის ცნობით, ქვეყანაში ამ ეტაპზე საყოვლთაო "ლოქდაუნის" დაწესება არ იგეგმება. ამის შესახებ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრების სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განხდა ცნობილი.

"ვირუსის გავრცელების შენელების კუთხით გასატარებელი დამატებითი ღონისძიებები და ამ პროცესში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნება, მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა იყო. შესაძლო დამატებით წერტილოვან შეზღუდვებზე მსჯელობისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე, სრული “ლოქდაუნი” არ იგეგმება, რადგან სწორედ სამუშაო ადგილების შენარჩუნება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეხვედრას ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S