ბოლო 24 საათში თბილისში კოვიდ-ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
23/11/2020 07:04:53 საზოგადოება
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ყველაზე მეტი, 2 157 - თბილისში. გარდაიცვალა 36 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 531.
ახალი შემთხვევები დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისი – 2 157;
აჭარა – 417;
იმერეთი – 537;
ქვემო ქართლი – 190;
შიდა ქართლი – 137;
გურია– 78;
სამეგრელო– ზემო სვანეთი – 159;
კახეთი –140;
მცხეთა-მთიანეთი –89;
სამცხე-ჯავახეთი –40;
რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 14;
ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 18 482 აქტიური შემთხვევაა. 6 221 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში,3 736 - კოვიდ-სასტუმროში, 8 525 - ბინაზე. საკარანტინო სივრცეში 2 137 ადამიანი იმყოფება. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 881–ს შეადგენს. მათგან 330 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 108 690 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 89 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1012 გარდაიცვალა.


