Accentnews.ge
გერმანიამ შესაძლოა, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია დეკემბერშივე დაიწყოს

გერმანიამ შესაძლოა, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია დეკემბერშივე დაიწყოს

23/11/2020 06:51:45 მსოფლიო

გერმანიამ შესაძლოა, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია დეკემბერშივე დაიწყოს, – ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა.

„არსებობს მიზეზი, ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილები, რომ ევროპაში ვაქცინას მიმდინარე წელს დაამტკიცებენ და ჩვენ მაშინვე შეგვიძლია დავიწყოთ", – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, გერმანიის ფედერალურ რეგიონებს სთხოვა, ვაქცინაციის ცენტრები დეკემბრის შუა რიცხვებისთვის უკვე მზად ჰქონდეთ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გერმანიამ ევროკომისიისა და ორმხრივი კონტრაქტების საშუალებით კოვიდ 19-ის ვაქცინის 300 მილიონზე მეტი დოზის უზრუნველყოფა მოახერხა, რაც ქვეყნისთვის საკმარისზე მეტია და ვაქცინის სხვა ქვეყნებისთვის გაზიარების შესაძლებლობასაც კი იძლევა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, გერმანიაში კოვიდ-ინფიცირების 900 000–ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 14 343 პირი გარდაიცვალა.

ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 58 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 58 997 869 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 393 837 ადამიანი იმსხვერპლა. 40 772 679 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

მიმდინარე თვეში კომპანიებმა Pfizer-მა და BioNTech–მა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, გერმანულ-ამერიკული წარმოების კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინამ - BNT162-მა 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა. 16 ნოემბერს ​ამერიკულმა კომპანია "Moderna"–მაც განაცხადა, რომ მის მიერ შექმნილმა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 108 690 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 89 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1012 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S