Accentnews.ge
ამ დროისთვის 800–ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელბის მდგომარეობა მძიმეა

ამ დროისთვის 800–ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელბის მდგომარეობა მძიმეა

21/11/2020 07:05:48 საზოგადოება

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3 824 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი თბილისში გამოვლინდა. კერძოდ, რეგიონების მასშტაბით კორონავირუსის ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:

თბილისი –1 247,

აჭარაში –742,

იმერეთი – 609,

ქვემო ქართლი – 214,

შიდა ქართლი – 197,

გურია – 157,

სამეგრელო – ზემო სვანეთი – 319,

კახეთი – 150,

მცხეთა-მთიანეთი – 96,

სამცხე-ჯავახეთი – 63,

რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 30

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის, თბილისში – 17, აჭარაში – ხუთი, იმერეთში – რვა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – ერთი, ქვემო ქართლში – ერთი, მცხეთა-მთიანეთში – ერთი ადამიანი.

ამ ეტაპზე საქართველოში ინფიცირების 17 948 აქტიური შემთხვევაა, მათ შორის 5 976 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 8 527 პირი –საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 849 პირი, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 308 პაციენტი

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 56 344 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 15 307 პირი, აჭარაში – 19 161, იმერეთში – 5 226.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S