საქართველოში COVID-19–ით ინფიცირების მორიგი რეკორდული ნამატი დაფიქსირდა
21/11/2020 06:52:12 საზოგადოება
საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 3 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 851 ადამიანი, გარდაიცვალა 33 პაციენტი.
26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 100 684-ს მიაღწია, გარდაიცვალა 927 ადამიანი.


