ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა
20/11/2020 17:32:39 საზოგადოება
პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა: ტურნირზე გამომსვლელი სამი ქართველი სპორტსმენიდან სამივემ მედლის მოპოვება შეძლო.
81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. ოლიმპიური თამაშების ოქროს და ბრინჯაოს მფლობელი ლაშა შავდათუაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა, ლუკა მაისურაძე კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
21, ნოემბერს ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს ღირსებას სამი ძიუდოისტი დაიცავს.


