ომბუდსმენი – თავდამსხმელის რომანტიზებაზე: „ასე იწყება ტერორიზმი!“
20/11/2020 17:06:40 საზოგადოება
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმას ეხმიანება და აცხადებს, რომ მძევლად აყვანის, ან შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება, გამართლება, ან ირიბი მხარდაჭერის გამოცხადება დაუშვებელია.
"ახლა, როდესაც მძევლები თავისუფლები არიან, თავდამსხმელი დაკავებულია და არავის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ვიტყვი, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძევლად აყვანის, ან შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება, გამართლება, ან ირიბი მხარდაჭერის გამოცხადება. ასე იწყება ტერორიზმი! სოციალურ და პოლიტიკურ მოთხოვნებზე სასაუბროდ, საჩხუბრად და საბრძოლველადაც არსებობს პარლამენტი და დღევანდელმა შემთხვევამ იქნებ დააფიქროს ყველა - პირველ რიგში ხელისუფლება და შემდეგ ოპოზიციაც, რა პერსპექტივა გველოდება უპარლამენტო ქვეყანაში ( ერთპარტიულ პარლამენტში), სადაც ადამიანების გაუსაძლის ყოფაზე სასაუბრო სივრცეც კი არ იქნება!", - წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვს: თავდამსხხხმელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და მძევლად ცხრა პირი აიყვანა. ამ დროისთვის თავდამსხმელი დაკავებულია.


