Accentnews.ge
თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განრიგი დროებით იცვლება

თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განრიგი დროებით იცვლება

20/11/2020 10:56:41 საზოგადოება

თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განრიგი დროებით იცვლება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში, თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობას 00:00 საათზე, ხოლო მუნიციპალური ავტობუსები სტანდარტულად დადგენილი გრაფიკით დაასრულებენ.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, დღეს, 22:00 საათიდან 22 ნოემბრის 22:00 საათამდე, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდება. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, 9 ნოემბრიდან, საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში, 22:00-დან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეზღუდულია. ახალი რეგულაციის თანახმად, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები მუშაობას 22:00 საათზე ასრულებენ. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, მგზავრობის დაგეგმვისას აღნიშნული გარემოებები გაითვალისწინონ და სპეციალისტების რეკომენდაციები მაქსიმალურად დაიცვან“, – აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის: „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, 21–22 ნოემბერს გადაადგილებაზე 22:00 საათიდან დაწესებული შეზღუდვა არ იმოქმედებს.

ცვლილების თანახმად, არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით 21 – 22 ნოემბერს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება.

მთავრობის დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S