კლინიკებს, რომლებიც კორონავირუსის მართვაში არ არიან ჩართულნი, გარკვეულ შემთხვევებში კოვიდ–ინფიცირებულების მკურნალობის ვალდებულება დაეკისრათ
20/11/2020 09:32:16 საზოგადოება
კლინიკებს, რომლებიც კორონავირუსის მართვაში არ არიან ჩართულნი, გარკვეულ შემთხვევებში კოვიდ–ინფიცირებულების მკურნალობის ვალდებულება დაეკისრათ.
აღნიშნულ სიახლეს „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილება ითვალისწინებს, რომელიც უკვე ძალაშია.
დადგენილების თანახმად, ნებისმიერი კლინიკა, რომელშიც მკურნალობაზე მყოფ პაციენტს ან სამედიცინო პერსონალს კორონავირუსი დაუდასტურდება, ვალდებულია, აღნიშნულ პაციენტებს ადგილზე უმკურნალოს იზოლირებულ გარემოში, ინფექციის კონტროლის ზომების მკაცრი დაცვის პირობებში. შესაბამისად, ასეთი პაციენტი კოვიდ–კლინიკაში აღარ გადამისამართდება.


