Accentnews.ge
გადაადგილებაზე 22:00 საათიდან დაწესებული შეზღუდვა 7 ქალაქში დროებით მოიხსნა

გადაადგილებაზე 22:00 საათიდან დაწესებული შეზღუდვა 7 ქალაქში დროებით მოიხსნა

20/11/2020 08:40:45 საზოგადოება

მეორე ტურის გამო, 2 ღამით ჩერდება რეგულაცია, რომელიც 22:00 საათის შემდეგ მოქალაქეებს გადაადგილებას უზღუდავს. ამის შესახებ საუბარია მთავრობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

“უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, დღეს 22:00 საათიდან 22 ნოემბრის 22:00 საათამდე, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდება”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ 19 ნოემბერს გამოგზავნილ პრესრელიზში.

არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს იმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S