სერბეთის პატრიარქი კორონავირუსით გარდაიცვალა
20/11/2020 07:37:02 საზოგადოება
სერბეთის პატრიარქი ირინეოსი კორონავირუსით გარდაიცვალა, - იუწყება Reuters.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სერბეთის პატრიარქის ირინეოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
90 წლის ირინეოსს კორონავირუსი 4 ნოემბერს დაუდასტურდა, მას ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდნენ.


