Accentnews.ge
ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, „ცხელ კერად“ საქართველოს ექვსი რეგიონი რჩება

ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, „ცხელ კერად“ საქართველოს ექვსი რეგიონი რჩება

20/11/2020 07:02:15 საზოგადოება

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 3 768 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ყველაზე მეტი, 1 443 - თბილისში. გარდაიცვალა 41 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 4 055.

ახალი შემთხვევები დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 1 443 ;
  • აჭარა – 676;
  • იმერეთი – 541;
  • ქვემო ქართლი – 183;
  • შიდა ქართლი – 165;
  • გურია– 52;
  • სამეგრელო– ზემო სვანეთი – 363;
  • კახეთი –130;
  • მცხეთა-მთიანეთი –96;
  • სამცხე-ჯავახეთი – 95;
  • რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 24;

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 18 008 აქტიური შემთხვევაა. 5 879 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 3 411 - კოვიდ-სასტუმროში, 8 718 - ბინაზე. საკარანტინო სივრცეში 2 226 ადამიანი იმყოფება. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 838–ს შეადგენს. მათგან 410 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 96 860 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 77 932 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 894 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S