COVID-19-ით ინფიცირებული კორნელი კაკაჩია თბილისში გადაყვანას ითხოვს – მისი მდგომარეობა დამძიმდა
19/11/2020 17:03:52 საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტიკის მეცნიერის, კვლევითი ორგანიზაცია „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის კორნელი კაკაჩიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
კორნელი კაკაჩიას რამდენიმე დღის წინ Covid-19 დაუდგინდა, დღეს კი მდგომარეობა გაუუარესდა. ის სამეგრელოში, რუხის კლინიკაში იმყოფება და თბილისში გადაყვანას ითხოვს.
როგორც კაკაჩიამ რამდენიმე საათის წინ ფეისბუკზე.Facebook-ზე დაწერა, მას ბოლო 6 დღის განმავლობაში 39.0 გრადუსი ტემპერატურა აქვს, სტაბილურდ უჭირს სუნთქვა და აქვს მარჯვენა ფილტვის პნევმონია.
მოგვიანებით, საღამოს 19:00 საათისთვის გავრცელდა მისი ახალი მიმართვა, სადაც პოლიტოლოგი ამბობს, რომ ძალიან მძიმედაა:
„ვერ ვდგები, ჟანგბადის გარეშე ვერ ვსუნთქავ, ხელოვნური სუნთქვის აპარატი მჭირდება, შესაძლოა ყველაფერი ფატალურად დამთავრდეს“, – ამბობს იგი.
კაკაჩიას თქმით, მისი სიცოცხლე გადასხმებზეა დამოკიდებული, რუხის კლინიკაში კი „ელემენტარული რაღაცები არაა, თან ექიმების ნახევარი ცუდად გახდა“.
„დედაჩემი უკეთ გახდა, ცოტა ხანში გაწერენ, რაც შეეხება ჩემს სიტუაციას, თუ ხვალამდე არ გადამიყვანენ, შესაძლოა ბოლო ინტერვიუ იყოს“…


