Accentnews.ge
რუსეთმა ჯანმო-ს მისი საეჭვო ვაქცინის სერტიფიკაციისთვის მიმართა

რუსეთმა ჯანმო-ს მისი საეჭვო ვაქცინის სერტიფიკაციისთვის მიმართა

19/11/2020 13:20:56 მსოფლიო

რუსეთის გამალეის სახელობის ცენტრმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) შტაბ-ბინას მისი საეჭვო ვაქცინის - "Спутник V"-ის სერტიფიცირების შესახებ განაცხადით მიმართა. ამის შესახებ რუსეთში ჯანმო-ს წარმომადგენელმა მელიტა ვუინოვიჩმა "Эхо Москвы"-ს ეთერში განაცხადა.

მან აღნიშნა,რომ ჯანმო-ს ჯერ COVID-19-ის საწინააღმდეგო არც ერთი ვაქცინისთვის არ დაუჭერია მხარი, რადგან პრეპარატებმა უნდა გაიარონ შეფასების სისტემა ჯერ შემქმნელ ქვეყნებში, ხოლო შემდეგ - საერთაშორისო დონეზე. შეფასების ვადა მათ ხარისხზე და ჯანმო-ს კრიტერიუმებთან შესაბამისობაზეა დამოკიდებული.

ამასთან, როგორც ვუინოვიჩმა აღნიშნა, პრეპარატების მონაცემები კონფიდენციალური ინფორმაციაა.

ცნობისთვის: რუსეთში უკვე ორი ვაქცინაა რეგისტრირებული: გამალეის ცენტრისა და “როსპოტრებნადზორის” სახელმწიფო სამეცნიერო ცენტრ “ვექტორის”. ორივე კლინიკური ცდების გადამწყვეტი – მესამე ეტაპის გაუვლელად დაარეგისტრირეს, რამაც მათ მიმართ როგორც რუსი, ისე უცხოელი ექსპერტების ეჭვები გამოიწვია. თუმცა მოსკოვი პოზიციებს არ თმობს და წლის ბოლომდე რიგით მესამე – ჩუმაკოვის სახელობის ცენტრის ვაქცინის დასარეგისტრირებლად ემზადება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S