Accentnews.ge
რუსეთში კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

რუსეთში კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

19/11/2020 10:02:31 მსოფლიო

რუსეთში (ანექსირებული ყირიმის ჩათვლით) დღეს კოვიდ-ინფიცირების 23 610 შემთხვევა გამოვლინდა. ეს ქვეყანაში ეპიდემიის დაწყების დროიდან ინფიცირებულთა დღიური ნამატის ახალი რეკორდული მაჩვენებელია. სულ რუსეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა, - იუწყება კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი.

ახლადინფიცირებულთა სადღეღამისო ნამატი, ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, 1,2%-მდეა აგაზრდილი.

ყველაზე მეტი ადამიანი კოვიდით მოსკოვში ავადობს – სადღეღამისო ნამატი აქ 6438-ს შეადგენს, შემდეგ მოდიან სანქტ-პეტერბურგი 2312-ით და მოსკოვის მიმდებარე რაიონები 880-ით.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 463 პაციენტი გარდაიცვალა, რაც რუსეთში დღიური სიკვდილიანობის ახალი რეკორდული მაჩვენებელია პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში. სულ კი, ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 34 850 ადამიანია გარდაცვლილი.

ამასთანავე, მეორე დღეა, ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ახლადინფიცირებულებისას აღემატება. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კლინიკებიდან 25 573 პაციენტი გაწერეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S