ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, „ცხელ კერად“ საქართველოს ექვსი რეგიონი რჩება
19/11/2020 07:03:18 საზოგადოება
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 3 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ყველაზე მეტი, 1 256 - თბილისში. გარდაიცვალა 38 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2 409.
ახალი შემთხვევები დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 1 256 ;
- აჭარა – 664;
- იმერეთი – 538;
- ქვემო ქართლი – 243;
- შიდა ქართლი – 175;
- გურია– 127;
- სამეგრელო– ზემო სვანეთი – 304;
- კახეთი –238,;
- მცხეთა-მთიანეთი –91;
- სამცხე-ჯავახეთი – 55;
- რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 6;
ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 18 336 აქტიური შემთხვევაა. 5 833 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 3 518 - კოვიდ-სასტუმროში, 8 985 - ბინაზე. საკარანტინო სივრცეში 2 186 ადამიანი იმყოფება. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 869–ს შეადგენს. მათგან 377 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 93 092 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 73 877 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 853 გარდაიცვალა.


