ამინდის 19-20 ნოემბრის პროგნოზი
18/11/2020 09:20:28 საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-20 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. სინოპტიკოსები ბარში ნალექს უმეტესად თოვლჭყაპის, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში – თოვლის, მაღალმთიან ზონაში ზოგან ქარბუქის სახით პროგნოზირებენ. .
„შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათთქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


