ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, „ცხელ კერად“ საქართველოს ექვსი რეგიონი რჩება
18/11/2020 07:01:26 საზოგადოება
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 3 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ყველაზე მეტი, 1 318 - თბილისში. გარდაიცვალა 37 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2 539.
ახალი შემთხვევები დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 1 318 ;
- აჭარა – 512;
- იმერეთი – 562;
- ქვემო ქართლი – 163;
- შიდა ქართლი – 178;
- გურია– 64;
- სამეგრელო– ზემო სვანეთი – 368;
- კახეთი –85,;
- მცხეთა-მთიანეთი – 54;
- სამცხე-ჯავახეთი – 106;
- რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 33;
ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 17 086 აქტიური შემთხვევაა. 5 763 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 3 435 - კოვიდ-სასტუმროში, 7 888 - ბინაზე. საკარანტინო სივრცეში 2 370 ადამიანი იმყოფება. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 836–ს შეადგენს. მათგან 371 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 89 395 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 71 468 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 815 გარდაიცვალა.


