საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 90 000–ს მიუახლოვდა
18/11/2020 06:58:01 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 90 000–ს მიუახლოვდა. კერძოდ, ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 89 395 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 71 468 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 815 გარდაიცვალა.
გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ით ავადობის 3 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 37 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2 539.


