ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაშია
17/11/2020 12:45:03 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაშია.
იგი თვითიზოლაციაში ინფიცირებულებთან კონტაქტის გამო გადავიდა.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით დაინფიცირდა.
ცნობისთვის: ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3 117 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3 638 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 85 952 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 68 929 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 778 გარდაიცვალა.


