„ლოქდაუნს“ ჩვენი ეკონომიკა ვერ გაუძლებს. თუმცა წერტილოვანი შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს"
17/11/2020 10:31:56 საზოგადოება
„ლოქდაუნს“ ჩვენი ეკონომიკა ვერ გაუძლებს. თუმცა წერტილოვანი შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ყველა შეთანხმებული ვართ, რომ ის შეზღუდვები, რაც არის ქვეყანაში, ამ სიტუაციაში საკმარისი აღარ არის. საჭიროა, ასე ვთქვათ, მეტი წერტილოვანი შეზღუდვის დაწესება. ჩვენ უბრალოდ ახლა არ შეგვიძლია, რომ "ლოქდაუნი" გამოცხადდეს, ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ ამ ომიდან",- განაცხადა პაატა იმნაძემ.
ცნობისთვის: ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3 117 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3 638 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 85 952 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 68 929 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 778 გარდაიცვალა.


