Accentnews.ge
ბათუმში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი ვარაუდობს, რომ 12 წლის ბავშვს კორონავირუსი არ ჰქონდა

ბათუმში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი ვარაუდობს, რომ 12 წლის ბავშვს კორონავირუსი არ ჰქონდა

17/11/2020 08:54:00 საზოგადოება

ბათუმში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი ვარაუდობს, რომ 12 წლის ბავშვს კორონავირუსი არ ჰქონდა.

„დაბადებიდან ცალი თირკმელი არ ჰქონდა და იქ არ იცოდნენ "დიალიზი" რომ სჭირდებოდა?! კორონავირუსი არ ჰქონია. არც სიცხე ჰქონდა და არც ხველა. სახლში შვიდი ადამიანი ვცხოვრობთ და Covid-19 არავის არ დაუდასტურდა. საღამოს გვითხრა "ჰაერის უკმარისობა მაქვსო და აზოტი მაქვს მომატებულიო". აზოტის საზომი აპარატი ჰქონდა და თავისით იზომავდა. საავადმოყოფოში რომ მიიყვანეს, გამოიძახეს სასწრაფო და წაიყვანეს თბილისში. გზაში რეანომობილში არც ჟანგბადი ჰქონდათ, რომ მიეწოდებინათ. აზოტიც მოემატა“, - აცხადებს გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა კახა ბერიძე.

თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებს ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის დირექტორი თამარ ბახტაძე:

"კლინიკაში ჩატარებული ტესტირების შედეგად მას კორონავირუსი დაუდასტურდა. საკუთარი, მძიმე დაავადების გამო ესაჭიროებოდა "დიალიზის" ჩატარება. დარღვეული იყო კლინიკოლაბორატორიული პარამეტრები. პირველადი დახმარების შემდეგ გამოძახებული იყო კატასტროფის მედიცინის ბრიგადა და მოხდა რეფერირება თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში. სამწუხაროდ, ტრანსპორტირებისას პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და კოპიტნართან დაფიქსირდა გარდაცვალება".

16 ნოემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ სამინისტრო დეტალურად შეისწავლის, რამ გამოიწვია ბავშვის მდგომარეობის დამძიმება და გარდაცვალება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S