Accentnews.ge
მედია – „ტვიტერის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ცნობილი ჰაკერი დაინიშნა

მედია – „ტვიტერის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ცნობილი ჰაკერი დაინიშნა

17/11/2020 08:41:57 მსოფლიო

კომპანია „ტვიტერის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ცნობილი ჰაკერი პეიტერ ზატკო მეტსახელად "მაჯი" დანიშნეს, – იუწყება ამერიკული მედია.

როგორც ზატკო აცხადებს, იგი მიკრობლოგ „ტვიტერის“ საინფორმაციო უსაფრთხოებას დაიცავს, უზრუნველყოფს პლატფორმის გამართულ მუშაობასა და გარე ძალებისგან შესაძლო მანიპულაციებს აღკვეთას".

ზატკო 1980-იანი წლების ბოლოს აშშ-ში მოქმედი ცნობილი ჰაკერული დაჯგუფების წევრი იყო.

შეგახსენებთ, რომ „ტვიტერზე“ ჰაკერების თავდასხმა არაერთხელ მოხდა. 2020 წლის ივლისში განხორციელებული კიბერ–შეტევისას სამიზნე ცნობილი ადამიანების, მათ შორის ამერიკელი მილიარდერების ილონ მასკის, ბილ გეითსის, ჯეფ ბეზოსის პირადი გვერდები იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S