ბელგიის მოქალაქეებისთვის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება
17/11/2020 07:59:53 მსოფლიო
ბელგიის მოქალაქეებისთვის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ ფრენკ ვანდენბრუკეს განცხადებით, მთავრობის მიზანი მოსახლეობის, სულ მცირე, 70 %–ის ვაქცინაციაა.
„პრიორიტეტული ჯგუფები განისაზღვრება სამეცნიერო მოსაზრებებისა და სოციალური დებატების საფუძველზე”, -დასძინა მინისტრმა
ბელგიაში 11. 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ქვეყანაში კორონავირუსის თითქმის 540 000 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა 14 000-ს აჭარბებს.


