Accentnews.ge
ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, „ცხელ კერად“ საქართველოს ექვსი რეგიონი რჩება

ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, „ცხელ კერად“ საქართველოს ექვსი რეგიონი რჩება

17/11/2020 07:03:39 საზოგადოება

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 3 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ყველაზე მეტი, 1 202 - თბილისში. გარდაიცვალა 45 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 638.

ახალი შემთხვევები დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 1 202 ;
  • აჭარა – 469;
  • იმერეთი – 302;
  • ქვემო ქართლი – 259;
  • შიდა ქართლი – 173;
  • გურია– 61;
  • სამეგრელო– ზემო სვანეთი – 355;
  • კახეთი – 102;
  • მცხეთა-მთიანეთი – 117;
  • სამცხე-ჯავახეთი – 86;
  • რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 65;

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 16 219 აქტიური შემთხვევაა. 5 662 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 3 351 - კოვიდ-სასტუმროში, 7 206 - ბინაზე. საკარანტინო სივრცეში 2 797 ადამიანი იმყოფება. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 740–ს შეადგენს. მათგან 332 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 85 952 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 68 929 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 778 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S