თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
17/11/2020 06:53:00 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
"ლაბორატორიული კვლევის შედეგების თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს", - აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში.


