ვაისმა თანამდებობა დატოვა
16/11/2020 13:32:18 საზოგადოება
ვლადიმერ ვაისი აღარ უხელმძღვანელებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის დასკვნით მატჩზე, რომელიც 18 ნოემბერს ესტონეთის წინააღმდეგ გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
"გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვლადიმირ ვაისთან შეთანხმებით, საქართველო - სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ მიიღო. მადლობას ვუხდით ვლადიმირ ვაისს გაწეული შრომისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში. რაც შეეხება ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების დასკვნით - მეექვსე მატჩს, რომელიც 18 ნოემბერს "დინამო არენაზე" ესტონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ არის დაგეგმილი, ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშნვამდე, დროებითი მწვრთნელის მოვალეობას რამაზ სვანაძე შეასრულებს", - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.
2016 წლის მარტიდან დღემდე სლოვაკი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 47 შეხვედრა გამართა.


