გარდაიცვალა სირიის მთავარი დიპლომატი
16/11/2020 13:41:11 მსოფლიო
დღეს 79 ასაკში გარდაიცვალა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ მუალემი, - იუწყება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA.
გარდაცვალების მიზეზები ცნობაში დაზუსტებული არ არის.
მუალემი საგარეო უწყებას 2006 წლიდან ედგა სათავეში. იგი რუსეთის საგარეო პოლიტიკის აქტიური მხარდამჭრი გახლდათ.
ორიოდ დღის წინ მუალემის მიწვევით სირიას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელი დაურ კოვე სტუმრობდა. ცოტა ხნის წინ კი მუალემი მონაწილეობდა სირიაში აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნის ცერემონიაში.
ცნობისთვის: სირიამ რუსეთის ზეწოლით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა 2018 წლის მაისში აღიარა.


