ამინდის 16-19 ნოემბრის პროგნოზი
16/11/2020 09:52:53 საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16-19 ნოემბერს საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 16-19 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15 გრადუსი იქნება.
18-19 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოიღრუბლება. მოსალოდნელია ცივი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი. მთაში და მაღალ მთაში მოთოვს.
ბარშიც 19 ნოემბერს შესაძლოა, თოვლჭყაპი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ბარში 19 ნოემბერს, დღისით +1, +6 გრადუსი იქნება.
თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 16-17 ნოემბერს +13, +14 გრადუსი იქნება, ხოლო 19 ნოემბერს აცივდება, მოსალოდნელია ნისლი, დღის ბოლოს შესაძლებელია თოვლჭყაპიც. ტემპერატურა დღისით +3, +5 გრადუსამდე დაიკლებს.


