Accentnews.ge
ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა, რა ჩივილების შემთხვევაში გადის სასწრაფო დახმარება გამოძახებაზე

ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა, რა ჩივილების შემთხვევაში გადის სასწრაფო დახმარება გამოძახებაზე

16/11/2020 09:50:04 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა, რა ჩივილების შემთხვევაში გადის სასწრაფო დახმარება გამოძახებაზე.

როგორც "კორონავირუსის ეჭვით და დადასტურებულ შემთხვევათა ბინაზე მართვის ინსტრუქციის და მტკიცების შესახებ" ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების დანართშია აღნიშნული, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე იმ შემთხვევაში გადის, როდესაც პაციენტს აღენიშნება 38,8 გრადუსი ტემპერატურა ან მეტი და ჩამოთვლილ ჩივილთაგან ერთ-ერთი: ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა, ასევე თუ პაციენტი რომელიმე რისკ–ჯგუფს განეკუთვნება.

დანართის თანახმად, რისკ–ჯგუფებში შედიან პაციენტები შემდეგი მონაცემებით:

  • 65 წელი და მეტი;
  • ორსულობა, მშობიარობის შემდგომი პერიოდი ორი კვირა;
  • თანმხლები ქრონიკული მდგომარეობები: ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა, იმუნოსუპრესიული მდგომარეობები (ქიმიოთერაპიაზე მყოფი ან 30 დღის წინ დასრულებული ქიმიოთერაპიის კურსი, აივ-ინფიცირებული), დიალიზზე მყოფი პირი.
  • თუ ტემპერატურასთან (არ აქვს მნიშვნელობა ტემპერატურის ოდენობას) ერთად გამოხატულია ქვემოთ ჩამოთვლილი გართულებებიდან ერთ-ერთი: მრავალჯერადი ღებინება (ორი და მეტი); დაბინდული ცნობიერება (მივარდნილია); ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში (ფიზიკური აქტივობის გარეშე); კრუნჩხვა.
  • თუ გამოძახება ხდება ქუჩაში/დაწესებულებაში;
  • თუ პაციენტი არის უცხოენოვანი;
  • თუ პაციენტი არის 5 წლის ან ნაკლები ასაკის.

"გამოძახება გადაეცემა ოჯახის ექიმს, თუ პაციენტს აღენიშნება 38,8-ზე ნაკლები ტემპერატურა, მიუხედავად შემდეგი სიმპტომებიდან ერთ-ერთის არსებობისა: ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა, ასევე მიუხედავად რისკ-ფაქტორებისა", – ნათქვამია დანართში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ოჯახის ექიმთან გადამისამართება არ ხდება, თუ მოქალაქეს აღენიშნება გულთან დაკავშირებული პრობლემები, მუცლის ტკივილი, ჭვალი და ა.შ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S