ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირებული მოქალაქეებიდან 363 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული
16/11/2020 07:05:18 საზოგადოება
ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 16 785 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 787–ს შეადგენს. მათგან 363 მოქალაქე ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
5 658 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 3 315 - კოვიდ-სასტუმროში, 7 812 - ბინაზე. საკარანტინო სივრცეში 2 735 ადამიანი იმყოფება.
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 3 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ყველაზე მეტი, 1 249 - თბილისში. გარდაიცვალა 30 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 230.
ახალი შემთხვევები დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 1 249 ;
- აჭარა – 516;
- იმერეთი – 477;
- ქვემო ქართლი – 178,;
- შიდა ქართლი – 181;
- გურია– 82;
- სამეგრელო– ზემო სვანეთი – 212;
- კახეთი – 70;
- მცხეთა-მთიანეთი – 121;
- სამცხე-ჯავახეთი – 60;
- რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 11;
ბოლო მონაცემებით, პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 82 835 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 65 291 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 733 გარდაიცვალა.


