საქართველოში კოვიდ-ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 82 000–ს გადააჭარბა
16/11/2020 07:02:30 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 82 000–ს გადააჭარბა.
კერძოდ, ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 82 835 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 65 291 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 733 გარდაიცვალა.
გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ით ავადობის 3 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 230.


