ბელარუსში სამართალდამცველებმა 1100-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს
16/11/2020 05:57:38 მსოფლიო
15 ნოემბერს ბელარუსში გამართული საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცველებმა 1100-ზე მეტი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრი „ვიესნა“ ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, მინსკის გარდა, დემონსტრანტები ნოვოგრუდოკში, ბობრუისკში, ვიტებსკიში, გომელსა და სვეტლოგორსკშიც აიყვანეს.
ცნობისთვის: ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. მოსახლეობის ნაწილი და ოპოზიცია არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებენ და ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.


