ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავიდა
16/11/2020 05:47:38 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავიდა, - იუწყება BBC.
გამოცემის ცნობით, პრემიერმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სპეციალური პროგრამისგან მიიღო შეტყობინება, რომ კონტაქტი ჰქონდა ადამიანთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
BBC წერს, რომ აღნიშნული პირი პარლამენტის წევრი ლი ანდერსონია.
ჯონსონის განცხადებით, მას ამ ეტაპზე ვირუსის სიმპტომები არ აქვს, თუმცა დადგენილი წესების თანახმად, თვითიზოლაციაში გადადის და მუშაობას რეზიდენციიდან განაგრძობს.
ცნობისთვის: ბორის ჯონსონს კორონავირუსი აპრილში დაუდასტურდა. მან 3 დღე რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა. პრემიერმა ვირუსი 27 აპრილს დაამარცხა.


