ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირებული მძიმე 735 პაციენტიდან, 368 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული
15/11/2020 07:03:31 საზოგადოება
ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 16 888 აქტიური შემთხვევაა. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 735–ს შეადგენს. მათგან 368 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
5 592 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 3 280 - კოვიდ-სასტუმროში, 8 016 - ბინაზე. საკარანტინო სივრცეში 2 326 ადამიანი იმყოფება. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 735–ს შეადგენს. მათგან 368 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 3 020 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ყველაზე მეტი, 1 354 - თბილისში. გარდაიცვალა 34 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 387.
ახალი შემთხვევები დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 1 354 ;
- აჭარა – 410;
- იმერეთი – 398;
- ქვემო ქართლი – 198;
- შიდა ქართლი – 153;
- გურია– 60;
- სამეგრელო– ზემო სვანეთი – 248;
- კახეთი – 126;
- მცხეთა-მთიანეთი – 41;
- სამცხე-ჯავახეთი – 66;
- რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 6;
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 79 678 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 62 061 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 703 გარდაიცვალა.


