საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 700–ს გადააჭარბა
15/11/2020 07:00:11 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 700–ს გადააჭარბა. კერძოდ, ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 79 678 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 62 061 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 703 გარდაიცვალა.
გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ით ავადობის 3 020 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 34 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 387ადამიანი.


