Accentnews.ge
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს რეინჯერი დაიღუპა

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს რეინჯერი დაიღუპა

15/11/2020 06:47:26 საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს რეინჯერი დაიღუპა.

"ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილის რეინჯერი თეიმურაზ ლომიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მძიმედ დაშავდა. სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ, რეინჯერი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. რეინჯერი თეიმურაზ ლომიძე 2006 წლიდან მუშაობდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. იგი საკუთარი საქმის მცოდნე, ბრაკონიერებთან შეუპოვარი ბრძოლით და თავდადებული შრომით გამორჩეული თანამშრომელი იყო", – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S