რუმინეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 10 კოვიდ–ინფიცირებული ემსხვერპლა
14/11/2020 19:36:29 მსოფლიო
რუმინეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძარს 10 კოვიდ–ინფიცირებული ემსხვერპლა.
როგორც ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ნიამცის ოლქის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩნდა და ინტენსიური თერაპიის პალატებს მოედო, სადაც 16 პაციენტი მკურნალობდა. ხანძრის შედეგად დაშავებულებს შორის 7 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.


