102 წლის გალინა ზაქრაძე, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, კლინიკიდან უკვე გაწერეს
14/11/2020 10:07:42 საზოგადოება
102 წლის გალინა ზაქრაძე, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, კლინიკიდან უკვე გაწერეს.
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალმა ხანდაზმული პაციენტი აპლოდისმენტებით გააცილა. იგი ხანდაზმულთა სახლში გადაიყვანეს. გალინა ზაქრაძე ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონში 3 წელია, ცხოვრობს.
იგი კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით ორი კვირის წინ შეიყვანეს.
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში დაავადებამ 33 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3 504 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3 163 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 76 658 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 58 674 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 669 გარდაიცვალა.


