ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, „ცხელ კერად“ საქართველოს ექვსი რეგიონი რჩება
14/11/2020 07:03:58 საზოგადოება
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 3 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ყველაზე მეტი, 1 232 - თბილისში. გარდაიცვალა 33 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 163.
ახალი შემთხვევები დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისი – 1 232 ;
აჭარა – 603;
იმერეთი – 619;
ქვემო ქართლი – 122;
შიდა ქართლი – 140;
გურია– 95;
სამეგრელო– ზემო სვანეთი – 397;
კახეთი – 102;
მცხეთა-მთიანეთი – 97;
სამცხე-ჯავახეთი – 76;
რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 22;
ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 17 289 აქტიური შემთხვევაა. 5 355 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 3 361 - კოვიდ-სასტუმროში, 8 573 - ბინაზე. საკარანტინო სივრცეში 2 425 ადამიანი იმყოფება. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 749–ს შეადგენს. მათგან 375 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 76 658 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 58 674 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 669 გარდაიცვალა.


