ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
14/11/2020 07:00:01 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.
გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 33 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3 504 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3 163 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 76 658 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 58 674 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 669 გარდაიცვალა.


