კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის რამდენი დოზის შემოტანას გეგმავს საქართველო
13/11/2020 13:24:33 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის 700 000 ადამიანისთვის საჭირო დოზა აქვს შეკვეთილი.
"სხვადასხვა სახელმწიფოებს შეკვეთილი აქვთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დაახლოებით 8 მილიარდი დოზა. ჩვენ რომელ ვაქცინას მივიღებთ, ეს გადაწყვეტილი იქნება ე.წ. კოვაქს - პლატფორმაზე, რომელიც შექმნილია ვაქცინების გლობალური ალიანსის მიერ, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ ორი ათეული წელია. თუ რომელ ვაქცინას შეისყიდის ეს პლატფორმა ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის და საქართველოსთვის, ჯერ არ ვიცით. დაკვეთილი გვაქვს 700 000 ადამიანის საჭირო დოზა. პირველ რიგში, ვაქცინა მაღალ რისკ-ჯგუბში შემავალ პირებს გაუკეთდებათ", – განაცხადა გამყრელიძემ.
რაც შეეხება თანხას, მისი თქმით, საქართველომ გლობალური ალიანსის ანგარიშზე 4 მილიონი დოლარი უკვე გადარიცხა. როგორც გამყრელიძე აცხადებს, 700 000 ადამიანის საჭირო დოზის შეძენა დაახლოებით 17 მილიონი ჯდება.


