"ძალიან მწყდება გული, რომ ჩემი კოლეგები ამას აკეთებენ"
13/11/2020 13:49:43 საზოგადოება
"ძალიან მწყდება გული, რომ ჩემი კოლეგები ამას აკეთებენ", – ასე უპასუხა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "აქცენტის" კითხვას, "აქვთ თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მედიკოსების ნაწილი გრიპის ვაქცინის ანტირეკლამას აკეთებენ".
"ძალიან მწყდება გული, რომ ჩემი კოლეგები გრიპის ვაქცინის ანტირეკლამას აკეთებენ. სახელმწიფომ წელს გრიპის ვაქცინის 235 000 დოზა შეიძინა, ხოლო დაახლოებით, 70 000–მდე დოზა –კერძო სექტორმა. 13 ნოემბრის დილის მონაცემებით, აცრილია 86 000 ადამიანი (სახელმწიფო პროგრამით). კერძოს კლინიკების მიერ კი უკვე აცრილია 35 000–მდე პირი. მოგიწოდებთ რისკ–ჯგუფებს, გაიკეთოთ აცრა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 2000–მდე ორსულია აცრილი. სახელმწიფოს მიერ შემოტანილი ვაქცინა უფასოა. აცრაც უფასოა. კერძო სექტორს კი თავისი ტარიფი აქვს. კიდევ ერთხელ მივმართავ რისკ–ჯგუფებს, რომ გრიპზე აიცრან", – განაცხადა გამყრელიძემ.


