Accentnews.ge
"დაგვიჯერეთ, პირბადე ყველგან უნდა ვატაროთ. ნუ გავაშარჟებთ ამ მოწოდებას!"

"დაგვიჯერეთ, პირბადე ყველგან უნდა ვატაროთ. ნუ გავაშარჟებთ ამ მოწოდებას!"

13/11/2020 13:10:33 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პირბადის ტარების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას და მოსახლეობას მოუწოდებს, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში პირბადეები ატარონ.

მისივე თქმით, თუ ქვეყანაში პირბადის ტარებისა და მოხმარების მაჩვენებელს 95%-მდე გაიზრდება, ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით, 70%-ით შემცირდება

"დაგვიჯერეთ, რომ პირბადე ყველამ ყველა ადგილზე უნდა ვატაროთ. როცა მე ამას ვამბობ, მერე სოციალურ ქსელში ჩემზე ქირქილია - "სოფელში თუ ტყეში პირბადით ვიაროთო?" ნუ გავაშარჟებთ ამ მოწოდებას! არავინ არ გეტყვით ტყეში მარტო თუ მიდიხართ, რომ პირბადით იაროთ და ჩემს სოფელში, საიდანაც მე ვარ წარმოშობით, ერთი გლეხი ცხოვრობს, იმას არავინ არ ეტყვის, რომ იაროს პირბადით, მაგრამ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, თელავში უნდა ვიაროთ პირბადით",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში დაავადებამ 37 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3473 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3 342 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 73 154 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 55 511 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 636 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S