Accentnews.ge
"ალბათ, მეტად უნდა გამეთვალისწინებინა შექმნილი ვითარება. ვინც გულწრფელად გამაკრიტიკა, ბოდიშს ვუხდი"

"ალბათ, მეტად უნდა გამეთვალისწინებინა შექმნილი ვითარება. ვინც გულწრფელად გამაკრიტიკა, ბოდიშს ვუხდი"

13/11/2020 12:29:12 საზოგადოება

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო მატჩზე დასწრების გამო ბოდიშს უხდის მათ, "ვინც გულწრფელად" გააკრიტიკა.

"ალბათ, მეტად უნდა გამეთვალისწინებინა რეგულაციებიდან გამომდინარე შექმნილი განსაკუთრებული ვითარება, თუმცა ჩემთვის გუშინ იმდენად ემოციური დღე იყო ამ საკითხზე სამწუხაროდ ყურადღება აღარ გამიმახვილებია. ამის გამო, ბევრმა, ჩემი პოლიტიკური დატვირთვით გაკრიტიკება გადაწყვიტა, რაც ნამდვილად უადგილოა. სპორტი ყველას გვაერთიანებს და მოდით აქ მაინც ნუ შემოვიტანთ პოლიტიკას.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც გულწრფელად გამაკრიტიკა და გულისწყვეტა გამოხატა, თითოეულ მათგანს ბოდიშს ვუხდი ამ უნებური შეცდომისთვის", – აცხადებს კალაძე.

იგი განმარტავს, მისი შვილის ტრიბუნაზე ყოფნის ფაქტს:

"აქვე, მინდა შევეხო ჩემი უფროსი შვილის, ლევანის ტრიბუნაზე ყოფნის ფაქტსაც. ვისაც გული დაწყდა ამ კადრის დანახვისას, განგიმარტავთ, რომ ყოველთვის, ძალიან პატარა ასაკიდან, ჩემი შვილი ლევანი პრაქტიკულად ყველა მატჩზე თან მახლავს და ინერციით გუშინაც ერთად მივედით ამ უმნიშვნელოვანეს მატჩზე".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S