Accentnews.ge
ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლებსა და აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლებსა და აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

13/11/2020 10:42:35 საზოგადოება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან გამართული აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

სამოქალაქო აქტივისტები ფედერაციაში ჯორჯ ორუელის წიგნის „ცხოველების ფერმა“ შეგზავნას გეგმავდნენ, რის გამოც ფედერაციის თანამშრომლები და აქტივისტები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც ერთ-ერთი აქტივისტი აცხადებს, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ფედერაციის ორი თანამშრომელი: ზურაბ ცქიტიშვილი და ლაშა სალუქვაძე.

აქტივისტების პროტესტი იმან გამოიწვია, რომ საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის გუშინდელ საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრებს დასწრების საშუალება არ მისცეს, თუმცა მატჩს მმართველი გუნდის წევრები დაესწრნენ.

საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შედეგად, ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S