Accentnews.ge
საქართველოში კორონავირუსი 102 წლის ქალმა დაამარცხა

საქართველოში კორონავირუსი 102 წლის ქალმა დაამარცხა

13/11/2020 10:07:32 საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსი 102 წლის ქალმა დაამარცხა. პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

როგორც ექიმები აცხადებენ, მას კლინიკიდან ხვალ გაწერენ.

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში დაავადებამ 37 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3473 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3 342 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 73 154 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 55 511 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 636 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S