საქართველოში COVID-19-მა 100 წლის მამაკაცი იმსხვერპლა
13/11/2020 08:47:48 საზოგადოება
საქართველოში COVID-19-მა 100 წლის მამაკაცი იმსხვერპლა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პაციენტი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობდა. ექიმების განცხადებით, მას სუნთქვის მწვავე უკმარისობისა და მწვავე პნევმონიის გარდა, მენჯ-ბარძყის მოტეხილობა ჰქონდა.
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში დაავადებამ 37 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3473 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3 342 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 73 154 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 55 511 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 636 გარდაიცვალა.


