ნათია თურნავა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
13/11/2020 08:00:12 საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თურნავა დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.
უწყებამ 3 ნოემბერს გაავრცელა ცნობა, რომ ეკონომიკის მინისტრის Covid-19 დაუდასტურდა.
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში დაავადებამ 37 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3473 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3 342 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 73 154 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 55 511 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 636 გარდაიცვალა.


