ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, „ცხელ კერად“ საქართველოს ექვსი რეგიონი რჩება
13/11/2020 07:00:27 საზოგადოება
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 3 473 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ყველაზე მეტი, 1 493 - თბილისში. გარდაიცვალა 37 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 342.
ახალი შემთხვევები დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 1 493 ;
- აჭარა – 448;
- იმერეთი – 513;
- ქვემო ქართლი – 190;
- შიდა ქართლი – 175;
- გურია– 55;
- სამეგრელო– ზემო სვანეთი – 287;
- კახეთი – 98;
- მცხეთა-მთიანეთი – 119;
- სამცხე-ჯავახეთი – 72;
- რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 23;
ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 16 981 აქტიური შემთხვევაა. 4 957 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 3 413 - კოვიდ-სასტუმროში, 8 611 - ბინაზე. საკარანტინო სივრცეში 2 447 ადამიანი იმყოფება. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 633–ს შეადგენს. მათგან 309 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 73 154 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 55 511 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 636 გარდაიცვალა.


